ნატო სომხეთსა და აზერბაიჯანს ვითარების დაუყოვნებლივ დეესკალაციისკენ მოუწოდებს
314
0
ნატო სომხეთსა და აზერბაიჯანს ვითარების დაუყოვნებლივ დეესკალაციისკენ მოუწოდებს.
აღნიშნულის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხავიერ კოლომინამ „ტვიტერში“ დაწერა.
„ძალიან შეშფოთებული ვარ სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებების გამო, მათ შორის ცნობებით სომხეთის შიდა დასახლებებზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შესახებ. ნატო საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ და სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდებს“, – წერს ხავიერ კოლომინა.