1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ნაცმოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია ენმ-დან მიდის?!
“ნაცმოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია ენმ-დან მიდის?!

“ნაცმოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია ენმ-დან მიდის?!

2.37K
0

საპარლამენტო საკითთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზივიის მხრიდან რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ოპოზიციას რიგგარეშე სხდომის მოწვევა უნდოდა, რომ პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა აეწია, ამას სხვა მიზანი არ ჰქონდა, რადგან საგამოძიებო კომისიის შექმნაზე განცხადება რამდენიმე თვის წინ შეიტანეს და კენჭისყრაზე არცერთხელ არ დაუყენებიათ.

„ჩათვალეს, რომ ახლა, საგარეო ფაქტორის გათვალისწინებით, არის ის მომენტი, როცა ქვეყნის შიგნით დუღილის ტემპერატურა რამენაირად უნდა აწიონ. ფაქტობრივად, ოპოზიციის შიგნით ერთიანობა არ არსებობს და ეს ჩანს დიდი ხანია. ოპოზიციას ქვეყნის შიგნით დიდი მხარდაჭერა არ აქვს და ცდილობენ, ხან ახალგაზრდების პროტესტს მიეკედლონ, ხან საგარეო საკითხებს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

46 დეპუტატი სალომე ზურაბიშვილს ჯერ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას სთხოვდა, სადაც დღეს საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა უნდა გამართულიყო, თუმცა გუშინ საღამოს გადაიფიქრეს და პრეზიდენტს ამჯერად უკვე მიმართავენ, მათ მიერ მოთხოვნილი რიგგარეშე სესია დღეისთვის აღარ მოიწვიოს.

როგორც თავად განმარტეს, გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზი გახდა ის, რომ ორმა დეპუტატმა – ანა წითლიძემ და ლევან ხაბეიშვილმა ქვეყანა დაუგეგმავად დატოვეს და შესაბამისად, ოპოზიციას საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად ხმები არ ჰყოფნის.