1. Home
  2. TOP სიახლე
  3. „ნაცმაიდანი“ ჩავარდა – ამერიკულსა და ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო, მადლობა მათ ამისთვის – ირაკლი კობახიძე
„ნაცმაიდანი“ ჩავარდა – ამერიკულსა და ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო, მადლობა მათ ამისთვის – ირაკლი კობახიძე

„ნაცმაიდანი“ ჩავარდა – ამერიკულსა და ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო, მადლობა მათ ამისთვის – ირაკლი კობახიძე

277
0

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები ამერიკულსა და ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებდნენ.

როგორც მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, „აქციაზე ერთ მხარეს იყვნენ არაევროპულად მოქმედი ძალადობრივი დაჯგუფებები და მეორე მხარეს იყო ევროპულად და ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედი პოლიცია, რაც არის ძალიან დასაფასებელი“.

„მინდა შევაჯამო ჩავარდნილი „ნაცმაიდნის“ ხუთდღიანი ციკლი. მინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო. მინდა მადლობა გადავუხადო პირადად შინაგან საქმეთა მინისტრს; მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დღეების განმავლობაში მოქმედებდა ამერიკულსა და ევროპულზე მაღალი სტანდარტით. პირველი ორი დღის განმავლობაში იყო სამწუხარო ინციდენტები, გასული სამი დღის განმავლობაში კი ყოველგვარი ინციდენტების გარეშე ჩატარდა შესაბამისი მოქმედებები. ამერიკულსა და ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო და მოქმედებდნენ პოლიციელები. მადლობა მათ ამისთვის. ერთ მხარეს იყვნენ არაევროპულად მოქმედი ძალადობრივი დაჯგუფებები და მეორე მხარეს იყო ევროპულად და ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედი პოლიცია, რაც არის ძალიან დასაფასებელი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ “ნაცმაიდანი” ჩავარდა.