“„ნაციონალური მოძრაობა“ ჩამოშლის პირასაა”- მამუკა მდინარაძე
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განაცხადებით „ნაციონალური მოძრაობა“ ჩამოშლის პირასაა და დაპირისპირებას ვეღარ მალავენ.
მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა განხეთქილება აშკარაა.
„ვეღარ მალავენ და ერთმანეთს უპირისპირდებიან. „ნაციონალური მოძრაობა“, არის ჩამოშლის პირას. მათ შორის ფინანსური რესურსები ვისაც ეკუთვნის, ის თავისას მიერეკება და ვინც სხვანაირად ფიქრობს, ის – თავისას, ამიტომ შიდა განხეთქილება არის აშკარა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში პარტიის მხარდამჭერების გარკვეული ნაწილის მისამართით დაწერა:
„პირდაპირ გეტყვით, როდესაც მე მებრძვით, მიხეილ სააკაშვილს ებრძვით, რადგან ჩემი, ენმ-ის გამარჯვებით, მარცხდება ოლიგარქი და ტყვეობიდან თავისუფლდება მიხეილ სააკაშვილი!“