1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 29 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
29 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

29 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

439
0

ვერძი

თუ ამ დღეს საქმიანი წინადადებით დაგიკავშირდნენ, დაუფიქრებლად ნუ დათანხმდებით, რადგან ეს საქმე არც ისე მოგებიანი იქნება. ინტუიცია დაგეხმარებათ, რომ პირადი ამბიციების გარშემომყოფების სურვილებთან მოარგოთ. მზად იყავით იმისთვის, რომ სამსახურში სამართლებრივ საკითხებზე მუშაობა დაგჭირდებათ.

კურო

შესანიშნავი დღეა ხელოვნებისთვის, მაგრამ არა ბიზნესისთვის – ამ დღეს ყურადღების კონცენტრაცია გიჭირთ. მიმდინარე საქმე ადვილი, მაგრამ ძალიან შემოსავლიანი იქნება. ოჯახური საქმეები დიდ დროს და ენერგიას წაგართმევთ.

ტყუპები

ეს დღე მნიშვნელოვანი ცვლილებებითა და უსიამოვნო ამბებით დაგამახსოვრდებათ. გირჩევთ, მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ – თუ არ აჩქარდებით, მიზანს აუცილებლად მიაღწევთ. ეცადეთ, დრო გამონახოთ და ოჯახის წევრებთან ერთად, ქალაქგარეთ გაისეირნოთ.

კირჩხიბი

ეს დღე უახლოესი პერიოდის მანძილზე თქვენს ქმედებებს განსაზღვრავს. უმჯობესია, სასიყვარულო პაემანი რამდენიმე დღით გადადოთ – თქვენი რჩეული რომანტიკისთვის განწყობილი არაა. მოერიდეთ სარისკო გადაწყვეტილებებს. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია გავლენიან ადამიანთან შეხვედრა.

ლომი

ხელსაყრელი დღეა ბავშვის ჩასახვისა და ინტიმური ურთიერთობისთვის, მაგრამ ცუდია – დიდი შესყიდვებისთვის. გამორიცხული არ არის, რომ მატერიალური პრობლემები შეგექმნათ. სამსახურში განსაკუთრებით ნაყოფიერი დღე გელით – შეგიძლიათ, საკუთარი იდეები და წინადადებები წამოაყენოთ კოლეგებისა და უფროსების განსახილველად.

ქალწული

ეს დღე სიყვარულში წარმატებას გპირდებათ. ამ დღეს უფროსთან ურთიერთობაში სიფრთხილე და წინდახედულობა უნდა გამოიჩინოთ – ყოველი სიტყვა აწონეთ, რათა საბედისწერო შეცდომა არ დაუშვათ.

სასწორი

სავარაუდოდ, ზედმეტი თავდაჯერების გამო ფინანსურად დაზარალდებით. მოერიდეთ სამსახურში და სახლში მძიმე და შრომატევადი სამუშაოს შესრულებას. შესაფერისი დროა მეგობრებთან შეხვედრებისთვის, თუმცა ახალ ნაცნობობას უნდა მოერიდოთ.

მორიელი

სრულიად შესაძლებელია, რომ ამ დღემ სასიამოვნო თავგადასავლებით გაგახაროთ. დიდი შესყიდვებისთვის ხელსაყრელი დღეა – ამ დღეს შეძენილი ნივთი დიდხანს გაგყვებათ. რაც არ უნდა დატვირთული დღე გქონდეთ, დრო გამონახეთ ახლობლებისთვის.

მშვილდოსანი

კარგი დღეა თვითგანათლებისა და ზოგადი მსოფლმხედველობის გაფართოებისთვის. ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები მოსალოდნელი არ არის. არახელსაყრელი დროა კოლექტიური ღონისძიებებისთვის, თუმცა ინდივიდუალური საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ.

თხის რქა

ამ დღეს შეგიძლიათ, ბიზნესში წარმატების იმედი გქონდეთ. თუ თავს სიზარმაცის უფლებას მისცემთ, ფინანსური სირთულეების აცილება შეუძლებელი იქნება. მიზნისკენ მიმავალ გზაზე უამრავი განსაცდელის მიუხედავად, ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ. გირჩევთ, თავი შეიკავოთ ახალი ნაცნობობისგან, რომელიც, უსიამოვნების გარდა, არაფერს მოგიტანთ.

მერწყული

დღეს ფინანსური ოპერაციებისგან თავი შეიკავეთ – თუნდაც მხოლოდ და მხოლოდ კომუნალური გადასახადების გადახდა იყოს, რადგან შეცდომისგან არ ხართ დაზღვეული. თქვენი ინტელექტის დამსახურებით სამსახურში მალე წარმატება გელით.

თევზები

ამ დღეს ძლიერი ნებისყოფა უამრავი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ. იზრდება მოწამვლის რისკი, ამიტომ ყურადღებით შეამოწმეთ ვარგისობის ვადა წამლებსა და საკვებზე. მეტი იარეთ სუფთა ჰაერზე.