1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ,ნაციონალური მოძრაობა” არ არის კონკრეტული ქაღალდი ან ბეჭედი იუსტიციის სამინისტროში”- ანა წითლიძე
,ნაციონალური მოძრაობა” არ არის კონკრეტული ქაღალდი ან ბეჭედი იუსტიციის სამინისტროში”- ანა წითლიძე

,ნაციონალური მოძრაობა” არ არის კონკრეტული ქაღალდი ან ბეჭედი იუსტიციის სამინისტროში”- ანა წითლიძე

147
0

“უნდათ გაგვაუქმონ, თუ უნდა კედელთან მიმაყენოს და დამხვრიტოს, მხოლოდ ამ შემთხვევაში გამაჩერებს,” – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ანა წითლიძემ “ღამის კურიერის” ეთერში, მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო სარჩელსა და პარტიების შესაძლო გაუქმებაზე საუბრისას განაცხადა.

წითლიძის თქმით, მიუხედავად იმისა, შეეხებათ თუ არა მათ პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელი, ბრძოლას მაინც გააგრძელებენ.

“ნაციონალური მოძრაობა” არ არის კონკრეტული ქაღალდი ან ბეჭედი იუსტიციის სამინისტროში. “ნაციონალური მოძრაობა” არის ფასეულობები და ღირებულებები. “ნაციონალური მოძრაობისთვის” მთავარი ფასეულობა ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაა. ამიტომაც უნდა გაგვაუქმოს, თუ უნდა ეგ ქაღალდი დაახვიოს, ხვალ რომელსაც გამოიტანს შალვა პაპუაშვილი და მიმართულება თვითონ იცის, სადაც უნდა გაიკეთოს. თუ უნდა კედელთან მიმაყენოს და დამხვრიტოს, მხოლოდ ამ შემთხვევაში გამაჩერებს. მე, ანა წითლიძეს და “ნაციონალური მოძრაობის” თითოეულ წევრს, სხვანაირად ვერ გაგვაჩერებს. რა სარჩელიც არ უნდა შემოიტანოს და როგორც არ უნდა აგვკრძალოს, ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ,” – აღნიშნა წითლიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, ხვალ, საკონსტიტუციო სასამართლოში შესატანი სარჩელის დეტალებს განმარტავს. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად, რომელი პარტია ან პარტიები ან რომელი ინდივიდები შევლენ ასაკრძალთა სიაში.