1. Home
  2. TOP სიახლე
  3. „ეფესბემ“ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი Wall Street Journal-ის ჟურნალისტი დააკავა
„ეფესბემ“ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი Wall Street Journal-ის ჟურნალისტი დააკავა

„ეფესბემ“ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი Wall Street Journal-ის ჟურნალისტი დააკავა

124
0

ეკატერინბურგში, ამერიკული გამოცემა Wall Street Journal-ის მოსკოვის ბიუროს კორესპონდენტი, ევან გერშკოვიჩი დააკავეს, – ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაკავებული შეერთებული შტატების სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი.

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურის მტკიცებით, გერშკოვიჩმა, შეერთებული შტატების დავალებით, შეაგროვა ინფორმაცია რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთი საწარმოს საქმიანობის შესახებ, რაც სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს.

„რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა აშშ-ის მოქალაქის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით (ჯაშუშობა) აღძრა“, – განმარტავენ „ეფესბეში“.