 
                                    მტკვარში გვიან ღამით გადავარდნილი მანქანისა და შიგნით მყოფი პირების სამძებრო სამუშაოები 7 საათზე მეტია გრძელდება
2.18K
								0
			თბილისში, გუშინ საღამოს მტკვარში მანქანა გადავარდა.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, ავტომობილში 4 ადამიანი იყო.
„მანქანაში 4 ადამიანი იჯდა. შოკირებული ვარ, საშინელება იყო, ეგრევე ჩაიძირა“, – წერენ თვითმხილველები.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, მაშველებმა ერთი ადამიანი ამოიყვანეს.
“ერთი საღამოს ამოვიყვანეთ. დანარჩენის ძებნა-შველის ღონისძიება მიმდინარეობს”, – აცხადებენ ისინი.

 
                                                                        
                                                                                                                                             
                                                                        
                                                                                                                                            