1. Home
  2. TOP სიახლე
  3. მთავრობის გადატრიალება უნდოდათ და საკუთარი ხელმძღვანელი გადაატრიალეს -არჩილ თალაკვაძე
მთავრობის გადატრიალება უნდოდათ და საკუთარი ხელმძღვანელი გადაატრიალეს -არჩილ თალაკვაძე

მთავრობის გადატრიალება უნდოდათ და საკუთარი ხელმძღვანელი გადაატრიალეს -არჩილ თალაკვაძე

273
0

საფონდო ბირჟასავით ჩამოყალიბდა „ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭო, როცა აქციების საკონტროლო პაკეტის გადაცემა ერთი ჯგუფიდან მეორეზე ხდება – მთავრობის გადატრიალება უნდოდათ და საკუთარი ხელმძღვანელი გადაატრიალეს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე- სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პარტია დაშლის პროცესშია.

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭო ისე გაფართოვდა, პარტიის საზღვრებსაც კი გასცდა, პოლიტსაბჭო უფრო დიდია ვიდრე პარტია, საფონდო ბირჟასავით ჩამოყალიბდა შიგნით, როცა ხდება აქციების საკონტროლო პაკეტის გადაცემა ერთი ჯგუფიდან მეორეზე, ჯერ ადამიანები გაუშვეს, ახლა დააბრუნეს, ხაბეიშვილს ჰქონდა საკონტროლო პაკეტი, ახლა ისევ სააკაშვილის ჯგუფი დაბრუნდა. არიან ადამიანები, რომლებიც მომავლის და ლიდერის მოლოდინში შუაშიც არიან გაჩხერილი და გაურკვევლობაში არიან. ეს მიანიშნებს ერთადერთზე, რომ პარტია დაშლის ფაზაშია და იმის რომ მოსავალს, რაც დათესეს ამ წლების განმავლობაში, იმკიან. თავის ქვეყნისთვის ცუდი უნდოდათ და უნდოდათ მთავრობის გადატრიალება და საკუთარი ხელმძღვანელი გადაატრიალეს საბოლოოდ, უნდოდათ რიგგარეშე არჩევნები და საკუთარ პარტიაში მოუხდათ მისი ჩატარება“, – განაცხადა თალაკვაძემ.