1. Home
  2. TOP სიახლე
  3. რუსულმა ვერტმფრენმა ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია
რუსულმა ვერტმფრენმა ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

რუსულმა ვერტმფრენმა ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

412
0

რუსული ვერტმფრენი Mi-8 ესტონეთის საჰაერო სივრცეში, კოიდულას სასაზღვრო პუნქტთან უნებართვოდ შევიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის თავდაცვის ძალების შტაბი ავრცელებს.

უწყების ცნობით, რუსული ვერტმფრენის რადარი გამორთული იყო და ესტონეთის საჰაერო მოძრაობის სამსახურებთან ორმხრივი რადიოკავშირი არ ჰქონდა.

მათივე ინფორმაციით, რუსულმა Mi-8-მა ესტონეთის საჰაერო სივრცეში თითქმის ერთი წუთი გაატარა.

„ესტონეთი მიიჩნევს, რომ ეს არის უკიდურესად სერიოზული და სამწუხარო ინციდენტი, რომელიც სრულიად მიუღებელია“, – აცხადებენ სამინისტროში.

მომხდართან დაკავშირებით ესტონეთის საგარეო უწყებაში რუსეთის ელჩი პროტესტის გამოხატვის მიზნით დაიბარეს და საჰაერო საზღვრის დარღვევის შესახებ ნოტა გადასცეს.