1. Home
  2. სხვა
  3. “მსოფლიო “ძალა აღარ მაქვს” – ახალი ზელანდიის პრემიერი თანამდებობას ტოვებს
0

“მსოფლიო “ძალა აღარ მაქვს” – ახალი ზელანდიის პრემიერი თანამდებობას ტოვებს

245
0

ახალი ზელანდიის პრემიერმინისტრმა, ჯასინდა არდერნმა განაცხადა, რომ თანამდებობას 7 თებერვლამდე დატოვებს.

ამის მიზეზად მან გადაღლა დაასახელა.

42 წლის არდერნმა თქვა, რომ თითქმის, ექვსი წლის განმავლობაში პრემიერად ყოფნის ძალა ამოეწურა.

უახლოეს დღეებში ქვეყნის ლეიბორისტულ პარტიაში, რომლის თავმჯდომარეც არის ანდერნი, მის შემცვლელს დაასახელებენ.

ახალ ზელანდიაში საყოველთაო არჩევნები 14 ოქტომბერს გაიმართება.

“იმედი მქონდა, რომ ვიპოვიდი საჭირო ძალას მუშაობის გასაგრძელებლად, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ შევძელი. თუ გავაგრძელებ ახალ ზელანდიას დათვურ სამსახურს გავუწევ”, – თქვა მან.

ჯასინდა არდერნი მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ქალი მთავრობის მეთაური გახდა, როდესაც 2017 წელს 37 წლის ასაკში, ის პრემიერმინისტრად აირჩიეს.

მის მთავრობას ბევრი განსაცდელი ჰქონდა, მათ შორის Covid-19 პანდემია, კრაისტჩერჩის მეჩეთში სროლა და ​უაიტ კუნძულზე ვულკანის ამოფრქვევა.