1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ,, მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე აშშ-ის მხარდაჭერას მოუთმენლად ველით”- ვოლოდიმირ ზელენსკი
,, მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე აშშ-ის მხარდაჭერას მოუთმენლად ველით”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,, მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე აშშ-ის მხარდაჭერას მოუთმენლად ველით”- ვოლოდიმირ ზელენსკი

603
0

მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე აშშ-ის მხარდაჭერას მოუთმენლად ველით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე წერს.

„პარტნიორებთან ერთად მუშაობას ვაგრძელებთ. ჩვენ მოლაპარაკებები უკვე გვქონდა და უახლოეს მომავალში სხვა ნაბიჯებიც გადაიდგმება. ძალიან მნიშვნელოვანია ვეცადოთ, რომ ჩვენი დიპლომატია ნამდვილად არსებითი გავხადოთ, რათა ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მისი თქმით, უკრაინელებს ნამდვილი მშვიდობა ყველაზე მეტად სურთ.

„ომი ჩვენს ქალაქებს ანადგურებს. ხალხს ვკარგავთ. ჩვენ ომი უნდა შევაჩეროთ და უსაფრთხოების გარანტიები უნდა უზრუნველვყოთ. ამერიკასთან და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ და მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე აშშ-ის მხარდაჭერას მოუთმენლად ველით. მშვიდობა რაც შეიძლება მალეა საჭირო“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.