1. Home
  2. TOP სიახლე
  3. მშობლის ცოდვების შვილისთვის წამოძახება არის არასწორი, გინდა არახამიამ ქნას ეს, გინდა განდიმ“ – ზურა ჯაფარიძე
მშობლის ცოდვების შვილისთვის წამოძახება არის არასწორი, გინდა არახამიამ ქნას ეს, გინდა განდიმ“ – ზურა ჯაფარიძე

მშობლის ცოდვების შვილისთვის წამოძახება არის არასწორი, გინდა არახამიამ ქნას ეს, გინდა განდიმ“ – ზურა ჯაფარიძე

517
0

 „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესა და ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტს შორის გუშინ განვითარებულ ინციდენტს სოციალურ ქსელში პარტიის „გირჩი – მეტი თავისუფლება“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძეც ეხმაურება.

ჯაფარიძე ამბობს, რომ მშობლების ცოდვების შვილებისათვის წამოძახება არასწორია ვისი მხრიდანაც არ უნდა მომდინარეობდეს ეს საქციელი. მისი თქმით, ამ ქვეყანაში ეს უკვე „გახუნებული“ თემაა.

„მშობლის ცოდვების შვილისთვის წამოძახება არის არასწორი, გინდა არახამიამ ქნას ეს, გინდა განდიმ. ზოგადად ასეა.

ამ ქვეყანაში ვინმეს წინაპრისთვის “კაგებეშნიკის” დაძახება და ამით დისკრედიტაციის მცდელობა, არის ერთი მხრივ გახუნებული, მეორე მხრივ კი – უაზრობა.

აქ დღეს ვინც ვცხოვრობთ, ჩვენი ყველას წინაპრები ან სისტემის ჯალათები იყვნენ (“კაგებეშნიკები”) ან სისტემის მონები. სხვა ყველა, ვინც სისტემის ჯალათობასა და მონობაზე უარი თქვა, საბჭოთა სისტემამ გასრისა და გაანადგურა. რომელი სჯობს, სისტემის ჯალათობა თუ მონობა – ჩემი აზრით ერთის დედაც და მეორესიც. მაგრამ ასეთი ხალხი ვცხოვრობთ დღეს აქ. ასეთი ხალხი ვწვალობთ რომ ვისწავლოთ ხელახლა რას ნიშნავს თავისუფლება. ამიტომ ახერხებენ აქ ძალაუფლების მოყვარულები ერთპიროვნული მმართველობის სისტემაზე მოჯდომას – მარტივია ჯალათების და მონების პოვნა.

ჰოდა, წარსულში ვისი წინაპარი ვინ იყო მაგაზე ჭორაობას, დღეს რომ მონურ მდგომარეობაში ვართ, მაგას მივხედოთ დღევანდელ დღეს მივხედოთ, რომ ჩვენ შვილებს იგივეს დაწერა არ მოუწიოთ ჩვენზე“ – წერს ზურაბ ჯაფარიძე.

ცნობისათვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესა და და ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, ირაკლი კობახიძის მამის “კაგებეს” შესაძლო აგენტობის შესახებ.