მქონდა დისკუსია ქართველ კოლეგასთან, ფაქტია, მათთან საუბარი საჭიროა, თუ არ ვისაუბრებთ, რთულია, დავარწმუნოთ იმ საკითხებში, რაც არ მოგვწონს -ქსავიე ბეტელი
ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრის, ქსავიე ბეტელის განცხადებით, საუბარი ჰქონდა ქართველ კოლეგასთან და მიაჩნია, რომ ასეთი საუბარი საჭიროა.
ამის შესახებ ბეტელმა ევროპის ზოგად საქმეთა საბჭოს შეხვედრამდე განაცხადა.
„ქართველებმა ზუსტად იციან, რა აქვთ გასაკეთებელი. არსებობს წესები, არსებობს კრიტერიუმები, კოპენჰაგენის კრიტერიუმები და ისინი უნდა შესრულდეს. საქართველოს განსაკუთრებულად არ მოექცევიან, ისევე როგორც განსაკუთრებულად არ მოექცევიან სხვა ქვეყანასაც. მქონდა დისკუსია ჩემს ქართველ კოლეგასთან. ფაქტია, რომ მათთან საუბარი საჭიროა. მათთან თუ არ ვისაუბრებთ, რთულია, დავარწმუნოთ იმ საკითხებში, რაც არ მოგვწონს. ვენაში ეუთო-ს ბოლო შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ვუთხარი, როგორც მოიქცნენ დემონსტრაციებთან დაკავშირებით, დემონსტრანტების მიმართ. ამის მიღება რთულია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, კომისია საკუთარ საქმეს სათანადოდ შეასრულებს და ჩვენ ინფორმირებული ვიქნებით, თუმცა საქართველოსთვის განსაკუთრებულ წესებს არ დააწესებენ”, – აღნიშნა ქსავიე ბეტელმა.