
მოსკოვს ილუზიები არ უნდა ჰქონდეს – სხვა კონფლიქტები უკრაინიდან ჩვენს ყურადღებას არ გადაიტანს -ჯოზეფ ბორელი
225
0
მოსკოვს ილუზიები არ უნდა ჰქონდეს: სხვა კონფლიქტები უკრაინიდან ჩვენს ყურადღებას არ გადაიტანს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს.
„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამ დაუნდობლობის ახალ მწვერვალს მიაღწია იმის ფონზე, რომ 24 საათის განმავლობაში 100-ზე მეტი ქალაქი და სოფელი დაიბომბა.
მოსკოვს ილუზიები არ უნდა ჰქონდეს: სხვა კონფლიქტები უკრაინიდან ჩვენს ყურადღებას არ გადაიტანს.
ჩვენი დახმარება გრძელდება, იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა”, – წერს ბორელი.