1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “მოსკოვის მექანიზმის” ანგარიშის ავტორს რატომღაც დაავიწყდა აღნიშვნა, რომ ეუთო-ოდირის მისიამ საპარლამენტო არჩევნებს კონკურენტული, ხოლო “ქართულ ოცნებას” არჩეული ხელისუფლება უწოდა-ირაკლი კობახიძე
“მოსკოვის მექანიზმის” ანგარიშის ავტორს რატომღაც დაავიწყდა აღნიშვნა, რომ ეუთო-ოდირის მისიამ საპარლამენტო არჩევნებს კონკურენტული, ხოლო “ქართულ ოცნებას” არჩეული ხელისუფლება უწოდა-ირაკლი კობახიძე

“მოსკოვის მექანიზმის” ანგარიშის ავტორს რატომღაც დაავიწყდა აღნიშვნა, რომ ეუთო-ოდირის მისიამ საპარლამენტო არჩევნებს კონკურენტული, ხოლო “ქართულ ოცნებას” არჩეული ხელისუფლება უწოდა-ირაკლი კობახიძე

101
0

ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში გამოქვეყნებული ანგარიშის ავტორს რატომღაც დაავიწყდა იმის აღნიშვნა, რომ გამოვლენილი კონკრეტული ხარვეზების მიუხედავად, ეუთო-ოდირის მისიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს კონკურენტული, ხოლო „ქართულ ოცნებას“ არჩეული ხელისუფლება უწოდა, რის გამოც ადგილობრივი რადიკალური ოპოზიცია ეუთო-ს და ოდირს არაერთგზის უხეშად დაესხა თავს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ავტორს დაავიწყდა იმის აღნიშვნაც, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ უკვე ზედიზედ მეორედ თქვა უარი საპარლამენტო მანდატებით სარგებლობაზე, რითაც სცადა ძირი გამოეთხარა საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და დემოკრატიული სისტემისთვის.

„რაც შეეხება ანგარიშში განხილულ კონკრეტულ საკითხებს: პირველი – არჩევნები. საქართველოში შემდგარი არჩევნების მიმოხილვისას, ანგარიშის ავტორს რატომღაც დაავიწყდა იმის აღნიშვნა, რომ გამოვლენილი კონკრეტული ხარვეზების მიუხედავად, ეუთო/ოდირის მისიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს კონკურენტული, ხოლო „ქართულ ოცნებას“ არჩეული ხელისუფლება უწოდა, რის გამოც ადგილობრივი რადიკალური ოპოზიცია ეუთო-ს და ოდირს არაერთგზის უხეშად დაესხა თავს. გარდა ამისა, ანგარიშის ავტორს დაავიწყდა იმის აღნიშვნაც, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ უკვე ზედიზედ მეორედ თქვა უარი საპარლამენტო მანდატებით სარგებლობაზე, რითაც სცადა ძირი გამოეთხარა საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და დემოკრატიული სისტემისთვის. ანგარიშში ვერ ამოიკითხავთ ვერცერთ უარყოფით შეფასებას ოპოზიციის ამ ანტისახელმწიფოებრივი და ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო. ანგარიშის ავტორს გამორჩა იმის აღნიშვნაც, რომ ბოლო საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნები ჩატარდა ახალი კანონმდებლობის საფუძველზე, რომელიც სამუშაო ჯგუფებში მრავალთვიანი სამუშაო პროცესის შედეგად ოპოზიციასთან შეჯერდა და რომელიც არჩევნების გაყალბებას სრულიად შეუძლებელს ხდის, რაზეც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წაგებამდე რადიკალური ოპოზიციაც ღიად საუბრობდა. მთლიანობაში, 2024 და 2025 წლის არჩევნების დემოკრატიულობის ეჭვქვეშ დაყენება ვერც მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის ავტორმა შეძლო“, – განაცხადა პრემიერმა.