1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “მხარს ვუჭერ საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას”- ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი
“მხარს ვუჭერ საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას”- ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი

“მხარს ვუჭერ საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას”- ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი

269
0

მე ყოველთვის მხარს ვუჭერ საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას. მთავარი გზავნილი პარტნიორ ქვეყნებთან იქნება ის, რომ მზად ვართ დაგეხმაროთ გააძლიეროთ თქვენი მედეგობა, დაგეხმაროთ რეფორმების განხორციელებაში, მაგრამ, რა თქმა უნდა, თქვენზე ბევრია დამოკიდებული, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩსმა განაცხადა.

მისი თქმით, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა გუშინ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებებზე ისაუბრეს და გაიხსენეს დაპირება, რაც უკრაინასა და საქართველოს მისცეს.

„გუშინ ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებებზე. ყველამ გაიხსენა, რომ უკრაინასა და საქართველოს დაჰპირდნენ, რომ ისინი გახდებიან ნატო-ს წევრები. ახლა დიდი კითხვა არის ის, როგორ პოლიტიკურ გეგმავს ვამზადებთ, ამ დაპირების შესასრულებლად, რომელიც 14 წლის წინ აქ გაკეთდა.

მთავარი გზავნილი პარტნიორ ქვეყნებთან იქნება ის, რომ მზად ვართ დაგეხმაროთ გააძლიეროთ თქვენი მედეგობა, დაგეხმაროთ რეფორმების განხორციელებაში, მაგრამ, რა თქმა უნდა, თქვენზე ბევრია დამოკიდებელი“, – აღნიშნა ედგარს რინკევიჩსმა.