1. Home
  2. TOP სიახლე
  3. მიზანი 100%-ით შესრულდა – ბორჯღალოსნები მსოფლიო თასზე და რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში არიან
მიზანი 100%-ით შესრულდა – ბორჯღალოსნები მსოფლიო თასზე და რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში არიან

მიზანი 100%-ით შესრულდა – ბორჯღალოსნები მსოფლიო თასზე და რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში არიან

154
0

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი ესპანეთთან გამარჯვებით დაასრულა, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ნახევარფინალისა და ფინალის მასპინძლობის უფლებაც მოიპოვა. რა თქმა უნდა, ქართველებმა 2027 წელს გასამართი მსოფლიო თასის საგზურიც მოიპოვეს.

ბორჯღალოსნებმა A ჯგუფის სამივე შეხვედრა – შვეიცარიასთან, ნიდერლანდებთან და ესპანეთთან დიდი უპირატესობით, ბონუსებით მოიგეს და 15 ქულა დააგროვეს.

ესპანეთთან გასვლით მატჩში, რამდენიმე საინტერესო და ისტორიული ფაქტი დაფიქსირდა. ბორჯღალოსნებს პირველად უკაპიტნა დავით ნინიაშვილმა და ის გუნდის 36-ე კაპიტანი გახდა.

მეორე ტაიმის 45-ე წუთზე კი, აკა ტაბუცაძემ ნაკრებში თავისი 46-ე ლელო გაიტანა. ამ ლელოთი ტაბუცაძე მსოფლიოს საუკეთესო მელელოვეთა ტოპ 10-ში შევიდა. ქართველი მორაგბე ახალზელანდიელებს – ჯულიან სავეას, კრისტიან ქალენსა და ჯო როკოთოკოს გაუთანაბრდა.