1. Home
  2. TOP სიახლე
  3. მივმართავთ სალომე ზურაბიშვილს და მოვითხოვთ მისგან, რომ სასწრაფოდ გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი -ზაზა გოგავა
მივმართავთ სალომე ზურაბიშვილს და მოვითხოვთ მისგან, რომ სასწრაფოდ გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი -ზაზა გოგავა

მივმართავთ სალომე ზურაბიშვილს და მოვითხოვთ მისგან, რომ სასწრაფოდ გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი -ზაზა გოგავა

345
0

მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და მოვითხოვთ მისგან, რომ სასწრაფოდ გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი. გაითვალისწინოს მიხეილ სააკაშვილის ამომრჩევლის ნება, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ზაზა გოგავამ განაცხადა.

„მოგეხსენებათ, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მხარდამჭერებმა დავიწყეთ ხელმოწერების შეგროვება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. აქ მინდა, ხაზი გავუსვა გათავისუფლებას და არა შეწყალებას! მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და მოვითხოვთ მისგან, სასწრაფოდ გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი. გაითვალისწინოს მიხეილ სააკაშვილის ამომრჩევლის ნება და ეს ღონისძიება, რომელიც ტარდება დღეს, იქნება პერმანენტული, რათა მიხეილ სააკაშვილს მისცეს უფლება, თავის ამომრჩეველთან ერთად გააგრძელოს ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისა და უკეთესი მომავლისთვის“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ზაზა გოგავამ.