1. Home
  2. TOP სიახლე
  3. მინდა, გავამხნევო მოსახლეობა, რომ ყველაფერი იქნება კარგად, არავითარი ქაოსი, არეულობა თუ დღის წესრიგის შეცვლა არ მოხდება -შალვა პაპუაშვილი
მინდა, გავამხნევო მოსახლეობა, რომ ყველაფერი იქნება კარგად, არავითარი ქაოსი, არეულობა თუ დღის წესრიგის შეცვლა არ მოხდება -შალვა პაპუაშვილი

მინდა, გავამხნევო მოსახლეობა, რომ ყველაფერი იქნება კარგად, არავითარი ქაოსი, არეულობა თუ დღის წესრიგის შეცვლა არ მოხდება -შალვა პაპუაშვილი

237
0

მინდა, გავამხნევო მოსახლეობა, რომ ყველაფერი იქნება კარგად, არავითარი ქაოსი, არეულობა თუ დღის წესრიგის შეცვლა არ მოხდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, მმართველი გუნდის ამომრჩეველს იმედს არ გაუცრუებენ.

„მინდა, გავამხნევო მთელი მოსახლეობა და პირველ რიგში ჩვენი, პარტია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, ჩვენი ამომრჩევლები, მილიონ ასოცი ათასი ადამიანი, რომ ყველაფერი იქნება კარგად. არავითარი ქაოსი, არეულობა თუ დღის წესრიგის შეცვლა არ მოხდება. თქვენ მოგვანიჭეთ მანდატი, რომელსაც უდიდესი პასუხისმგებლობით ვეკიდებით, ვიცავთ და ვაფასებთ. ამ ნდობის გაცრუება არ და ვერ მოხდება. მადლობა გამოცხადებული ნდობისთვის კიდევ ერთხელ და მადლობა ამ ცხელ დღეებში თქვენი მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ, გვესმის და ვაფასებთ. უნდა გვესმოდეს, რომ შექმნილი ვითარება გამოძახილია იმ პროცესის, რაც ჩვენი ქვეყნის გარშემო მიმდინარეობს და საიდანაც აუცილებლად გავალთ სამშვიდობოს“,- აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.