1. Home
  2. TOP სიახლე
  3. მილიონმა მოქალაქემ ქუჩაში თავისი გამოსვლით დაადასტურა მოთხოვნა, რომ პარლამენტმა მათი ხმა აქციოს კანონად და პარლამენტმა ამისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა – პაპუაშვილი
მილიონმა მოქალაქემ ქუჩაში თავისი გამოსვლით დაადასტურა მოთხოვნა, რომ პარლამენტმა მათი ხმა აქციოს კანონად და პარლამენტმა ამისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა – პაპუაშვილი

მილიონმა მოქალაქემ ქუჩაში თავისი გამოსვლით დაადასტურა მოთხოვნა, რომ პარლამენტმა მათი ხმა აქციოს კანონად და პარლამენტმა ამისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა – პაპუაშვილი

197
0

ნამდვილად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს პარლამენტმა – საქართველოს მილიონმა მოქალაქემ ქუჩაში თავისი გამოსვლით დაადასტურა მოთხოვნა, რომ პარლამენტმა მათი ხმა აქციოს კანონად და პარლამენტმა ამისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მას შემდეგ განაცხადა, რაც დეპუტატებმა ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს.

პაპუაშვილის თქმით, 17 მაისს მოქალაქეების ქუჩაში გამოსვლით სახალხო რეფერენდუმი ჩატარდა.

„17 მაისს სახალხო რეფერენდუმი ჩატარდა მთლიანად საქართველოში, სადაც საქართველოს მილიონმა მოქალაქემ ქუჩაში თავისი გამოსვლით ქუჩაში დაადასტურა ამ პაკეტის მხარდაჭერა, მოთხოვნა, რომ პარლამენტმა მათი ხმა აქციოს კანონად, პარლამენტმა ამისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა და პირველი მოსმენით მიიღო“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კენჭისყრამდე კი პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ „გირჩის“ დეპუტატის გარდა საკითხის კენჭისყრის დროს დარბაზში ოპოზიცია არ იმყოფება და აღნიშნა, რომ ამით მათ არჩევანი გააკეთეს.

„კენჭისყრა დღევანდელი დღისთვის გადავდეთ, რათა ოპოზიციას ჰქონოდა შესაძლებლობა, დაფიქრებულიყო, ვის მხარეს დგებიან – საქართველოს, ქართული საზოგადოების მხარეს, თუ პროპაგანდის და სხვა, გარე, პოლიტიკური ჯგუფების ზეგავლენის ქვეშ არიან და ამიტომ არ იღებენ ამ კენჭისყრაში მონაწილეობას. როგორც ვხედავთ, ოპოზიციიდან მხოლოდ „გირჩია“ წარმოდგენილი კენჭისყრის დროს, „ევროპელი სოციალისტებიც“ გახლდნენ დღეს. სხვებმა ეს არჩევანი გააკეთეს და გააკეთეს არა საქართველოს და ქართული საზოგადოების სასარგებლოდ“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტმა ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. საკითხის განხილვა პლენარულ სხდომაზე გუშინ გაიმართა, კენჭისყრა კი დღეს შედგა. პაკეტს მხარი 78-მა დეპუტატმა დაუჭირა.

დეპუტატებმა ასევე, კენჭი უყარეს „საქართველოს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტიდან გამომდინარე საქართველოს ორგანული კანონის პროექტს – „ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“. მის სასარგებლო ხმა ასევე 78-მა დეპუტატმა მისცა.