1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ” მიხეილ სააკაშვილს სურვილი აქვს, ხალხმა დაინახოს” – გიული ალასანია
” მიხეილ სააკაშვილს სურვილი აქვს, ხალხმა დაინახოს” –  გიული ალასანია

” მიხეილ სააკაშვილს სურვილი აქვს, ხალხმა დაინახოს” – გიული ალასანია

192
0

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ მოინახულა. როგორც კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ გიული ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

„ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე, როგორც ყოველთვის, ბოლო ხანებში, – განაცხადა გიული ალასანიამ.

გიული ალასანიას თქმით, არ აქვს ინფორმაცია, დაესწრება თუ არა მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესს.

მისი თქმით,  სააკაშვილი თანახმა იქნება სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩაერთოს.

„მგონი, ლეპტოპით არის შესაძლებელი. მგონი, გაშვებაზე ლაპარაკიც არ არის. არ ვიცი, რამდენად აქვს დღევანდელი სასამართლოს იმედი, მაგრამ ხალხმა რომ დაინახოს, გამოჩნდეს, ამის სურვილი აქვს. სასამართლოსთან ჩავიარე, გავსებულია პოლიციით იქაურობა. არ ვიცი, ჩვეულებრივი ადამიანების ადგილი თუ დარჩა იქ. ვარაუდობენ, რომ ბევრი ხალხი მოვა. როგორც ჩანს, ამ ხალხის წინააღმდეგ არის ეს“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

დღეს საქალაქო სასამართლოში იწყება სასამართლო პროცესი, რომელზეც განიხილება ადვოკატების შუამდგომლობა მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების თაობაზე.  სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზეა დანიშნული. მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადადებასთან დაკავშირებით ადვოკატების შუამდგომლობაზე მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.

პარალელურად, საქალაქო სასამართლოსთან შეკრებას და აქციას გეგმავენ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და პოლიტიკოსები.