1. Home
  2. სიახლეები
  3. პოლიტიკა
  4. მიხაელ როთი – ხალხი ქუჩაში აპროტესტებს ევროპისთვის, ჩვენი ფასეულობებისთვის, თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, ისინი მამაცი გმირები არიან, აქ შეგიძლიათ, იგრძნოთ, რა არის ევროპა რეალურად
მიხაელ როთი – ხალხი ქუჩაში აპროტესტებს ევროპისთვის, ჩვენი ფასეულობებისთვის, თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, ისინი მამაცი გმირები არიან, აქ შეგიძლიათ, იგრძნოთ, რა არის ევროპა რეალურად

მიხაელ როთი – ხალხი ქუჩაში აპროტესტებს ევროპისთვის, ჩვენი ფასეულობებისთვის, თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, ისინი მამაცი გმირები არიან, აქ შეგიძლიათ, იგრძნოთ, რა არის ევროპა რეალურად

60
0

47-ე დღეა, ხალხი ქუჩაში გამოდის, აპროტესტებს ევროპისთვის, ჩვენი ფასეულობებისთვის, თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, ისინი მამაცი გმირები არიან, – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთმა რუსთაველის გამზირზე განაცხადა, სადაც აქციის მონაწილეებს შეხვდა.

როთის თქმით, ამიტომ არის თბილისი და საქართველოს სხვა ბევრი ქალაქი ევროპის ნამდვილი დედაქალაქი.

„ეს არის რატომაც მე ყოველთვის ვიმეორებ, რომ თბილისი და საქართველოს სხვა ბევრი ქალაქი არის ევროპის ნამდვილი დედაქალაქები. გინდათ, იგრძნოთ ევროპული სული? არ გაემგზავროთ ბერლინში ან რომში, მადრიდში ან ევროკავშირის სხვა ლამაზ ქალაქებში. არა. ეწვიეთ თბილისს. ეწვიეთ საქართველოს. აქ თქვენ შეგიძლიათ, იგრძნოთ, რა არის ევროპა რეალურად. ევროპა, პირველ რიგში, არის ფასეულობების კავშირი, თავისუფლების, ანტიკორუფციის, დემოკრატიის, კანონის უზენაესობის და დამოუკიდებელი სასამართლოსი. ეს არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა როთმა.

მიხაელ როთის განცხადებით, მისი მიზანია, მხარი დაუჭიროს ქართველებს, რომლებსაც სურთ, იცხოვრონ ევროპაში და არა რუსეთში.

„ჩემი პირველი მიზანია, რომ ვნახო ჩემი მეგობრები ისევ, რომ მივცე მოტივაცია და ვუთხრა მათ, არ არიან მარტო. მილიონობით ადამიანია, მილიონობით ერთგული ევროპელი და დემოკრატია მთელ ევროპაში, ისინი თქვენთან ერთად დგანან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვთქვათ, ჩვენ თქვენთან ერთად ვართ. არ დანებდეთ, გთხოვთ, გააგრძელოთ მშვიდობიანი ბრძოლა ყველა ფასეულობისთვის. ეს არ არის შიდა დაპირისპირება ივანიშვილის რეჟიმთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ან ოპოზიციასთან. არა, არა და არა. ეს არის უზარმაზარი და ძალიან საშიში კონფლიქტი ავტოკრატიასა და ლიბერალურ დემოკრატიას შორის. მე აქ ვარ იმისთვის, რომ მხარი დავუჭირო ქართველებს, რომლებსაც სურთ, იცხოვრონ ევროპაში და არა რუსეთში. რეჟიმი ანგრევს ამ ქვეყანაში ხალხის ნათელ მომავალს. გულდასაწყვეტია, რომ ამდენმა ახალგაზრდამ, კარგად განათლებულმა, პროევროპელმა, არაჩვეულებრივმა ქართველი ხალხმა დატოვა საკუთარი ოჯახები, სახლი, მეგობრები, კომპანიები. ისინი ამ ქვეყანას ტოვებენ, რომ უკეთესი მომავალი შეიქმნან უცხოეთში. უკეთესია აქ ცხოვრება, მაგრამ მათ სურთ მეტი, ვიდრე ავტოკრატია, მეტი, ვიდრე ცხოვრების რუსული წესი. მათ სურთ ცხოვრების ევროპული გზა და სწორედ ამიტომ ყველამ უნდა დავუჭიროთ მხარი ხალხს აქ, საქართველოში“, – განაცხადა როთმა.