მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე გააძევა
85
0
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
„მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: აზერბაიჯანის, ბელორუსის, გერმანიის, ეგვიპტის, ზიმბაბვეს, თურქეთის, თურქმენეთის, იემენის, ინდოეთის, კონგოს, ნიგერიის, რუსეთის, სამხრეთ აფრიკის, სომხეთის, ყირგიზეთისა და ჩინეთის – ჯამში 78 მოქალაქე“, – ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.