1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “მგონი, აქაც ორი სააკაშვილია… ორი ახალი წლის არ იყოს”- ლაშა ბუღაძე

“მგონი, აქაც ორი სააკაშვილია… ორი ახალი წლის არ იყოს”- ლაშა ბუღაძე

“მგონი, აქაც ორი სააკაშვილია… ორი ახალი წლის არ იყოს”- ლაშა ბუღაძე
217
0

მგონი, აქაც ორი სააკაშვილია… ორი ახალი წლის არ იყოს. გრიგორიანელებივით და იულიანელებივით ვერ შეთანხმებულან ერთ პრინციპზე და ერთად დგომაზე… – ამის შესახებ ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში წერს.

ლაშა ბუღაძის აზრით, სააკაშვილის ფენომენი კარგა ხანია გასცდა პოლიტიკის სფეროს და რელიგიის სფერო დაიკავა.

„ახლა წავიკითხე, რომ ნაციონალური მოძრაობა ორი სხვადასხვა აქციის ჩატარებას აპირებს თბილისში სააკაშვილის გადასაყვანი (თუ გადასარჩენი) კამპანიის ფარგლებში… ბ-ნმა ხაბეიშვილმა, ცალკე გავდგებიო. მგონი, აქაც ორი სააკაშვილია… ორი ახალი წლის არ იყოს. გრიგორიანელებივით და იულიანელებივით ვერ შეთანხმებულან ერთ პრინციპზე და ერთად დგომაზე… თუმცა სააკაშვილის ფენომენი უკვე კარგა ხანია გასცდა პოლიტიკის სფეროს და რელიგიის სფერო დაიკავა. არადა, მგონი, მეტი სერიოზულობა გმართებთ, ბატონებო!“ – წერს ლაშა ბუღაძე Facebook-ზე.