1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “მართლაც “მზიანი ღამე” ხართ ჩვენი სამშობლოსათვის- უწმინდესო, გილოცავთ 90 წლის იუბილეს!” – მალხაზ გულაშვილი
“მართლაც “მზიანი ღამე” ხართ ჩვენი სამშობლოსათვის- უწმინდესო, გილოცავთ 90 წლის იუბილეს!” – მალხაზ გულაშვილი

“მართლაც “მზიანი ღამე” ხართ ჩვენი სამშობლოსათვის- უწმინდესო, გილოცავთ 90 წლის იუბილეს!” – მალხაზ გულაშვილი

291
0

საქართველოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის საიუბილეო 90 წლის თარიღთან დაკავშირებით, მედიაჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსის” პრეზიდენტი – მალხაზ გულაშვილი, სოციალურ ქსელში მისალოც ტექსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“უწმინდესო, გილოცავთ დაბადების დღეს, – 90 წლის იუბილეს! სასწაული ძალა გაქვთ, ვინც მოგიახლოვდებათ, გრძნობს როგორ ივსება მისი სული მოკრძალებით და მადლიანი სხივებით. 1987 წელიდან მქონდა ბედნიერება გვესაუბრა ღრმად და საფუძვლიანად, მაშინ მე სტუდენტი ვიყავი და ვაგროვებდი ხელმოწერებს ანანურის ტაძრის ამოქმედებისათვის. ისიც მახსოვს, უწმინდესო ერთი ოთახი რომ გქონდათ და მოპირდაპირე მხარეს ,,რელიგიის საქმეთა რწმუნებული,, – ვინმე წიკლაური რომ იჯდა და მისი ნებართვის გარეშე ეკლესიას ვერ გახსნიდი. თუმცა, ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი, როგორც ზღაპარში. მარტო ანანურის ეკლესია კი არ ამოქმედდა, კიდევ 1000 ტაძარი და მონასტერი ამოქმედდა თქვენი ღვაწლითა და მადლით, დანარჩენის ჩამოთვლას არ შეუდგები ისედაც ყველამ ყველაფერი იცის!

,,ეს რეჟიმი ისე გაქრება, როგორც კომუნისტები გაქრენ, ერთ დღეს გაიღვიძებ და აღარ იქნებიან” – მანუგეშებდით ჯერ კიდევ მაშინ, როცა არავის წარმოდგენა არ ჰქონდა, – რა გვეშველებოდა ფაშისტების ხელში.

,,საქართველოში ჩამოვლენ ათონელი ბერები და ივერია გაბრწყინდება…”

,,მე ვიცი, მოვესწრები საქართველოს გაერთიანებას. ისე არ გამიყვანს უფალი ამ ცხოვრებიდან…”

,,ყველგან იქნება ომები, რაკეტების სროლა თუმცა, თითქოს გამჭირვალე უსაფრთხოების ზარხუფი ახურავსო საქართველოს, ერთი რაკეტაც კი არ ჩამოვარდება ჩვენს ქვეყანაში”, – ამბობდით.

დიდება უფალს, რომ თქვენი თავი მოუვლინა საქართველოს ამ დუხჭირ ჟამს!

მართლაც “მზიანი ღამე” ხართ ჩვენი სამშობლოსათვის!

ამდენ ცილისწამებას, შეურაცხყწყოფას, ტკივილს რომ იტანთ, წმინდა იობივით… დაგვლოცე უწმინდესო!” – წერს მალხაზ გულაშვილი.