1. Home
  2. TOP სიახლე
  3. მეათე არჩევნები გვიახლოვდება და იმ პოლიტიკური მიდგომებით, რასაც ვუყურებთ ამ წლების განმავლობაში და რაც ვნახეთ გუშინ, არამგონია ჩვენს ოპოზიციას რაიმემ უშველოს – დავით ქართველიშვილი
მეათე არჩევნები გვიახლოვდება და იმ პოლიტიკური მიდგომებით, რასაც ვუყურებთ ამ წლების განმავლობაში და რაც ვნახეთ გუშინ, არამგონია ჩვენს ოპოზიციას რაიმემ უშველოს – დავით ქართველიშვილი

მეათე არჩევნები გვიახლოვდება და იმ პოლიტიკური მიდგომებით, რასაც ვუყურებთ ამ წლების განმავლობაში და რაც ვნახეთ გუშინ, არამგონია ჩვენს ოპოზიციას რაიმემ უშველოს – დავით ქართველიშვილი

323
0

მეათე არჩევნები გვიახლოვდება და იმ პოლიტიკური მიდგომებით, რასაც ვუყურებთ ამ წლების განმავლობაში და რაც ვნახეთ გუშინ, არამგონია ჩვენს ოპოზიციას რაიმემ უშველოს, – განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა 

წამყვანმა მას ჰკითხა, რა აჩვენა 31 მარტის შეკრებამ რუსთაველის გამზირზე, გამოჩნდა ოპოზიციის და სალომე ზურაბიშვილის შანსები, კონკრეტული გეგმა, პროტესტის განგრძობითობა, თუ უშანსობა.

„როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, დაინტერესებული ვარ, რომ ხელისუფლებას ჰყავდეს კონსტრუქციული, კრიტიკული ოპოზიცია, რომელიც არ მისცემს საშუალებასა ხელისუფლებას რაღაც მიმართულებებში მნიშვნელოვანი შეცდომების დაშვების. თუმცა უკანასკნელი 13 წლის განმავლობაში თვალს ვადევნებთ ჩატარებულ ოთხ საპარლამენტო, სამ საპრეზიდენტო არჩევნებს თავისი პირველი და მეორე ტურით, გვიახლოვდება სამი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, სადაც მათ შორის ოპოზიციას ეძლევა საშუალება, დემოკრატიულ, თავისუფალ გარემოში მიიღონ მონაწილეობა. მეათე არჩევნები გვიახლოვდება და იმ პოლიტიკური მიდგომებით, რასაც ვუყურებთ ამ წლების განმავლობაში და რაც ვნახეთ გუშინ, არამგონია, ჩვენს ოპოზიციას რაიმემ უშველოს“, – აღნიშნა ქართველიშვილმა.