1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “მე ვარ საქართველოს მხარეს, ვარ ჩემი ქვეყნის ინტერესების დამცველი”-პრემიერი
“მე ვარ საქართველოს მხარეს, ვარ ჩემი ქვეყნის ინტერესების დამცველი”-პრემიერი

“მე ვარ საქართველოს მხარეს, ვარ ჩემი ქვეყნის ინტერესების დამცველი”-პრემიერი

207
0

ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენი სურვილია, რომ ომი დასრულდეს რაც შეიძლება მალე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.

ჟურნალისტების კითხვაზე, ვის მხარეს არის რუსეთ-უკრაინის ომში, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მხარესაა.

„მე ვარ საქართველოს მხარეს, მე ვარ ჩემი ქვეყნის ინტერესების დამცველი და ასე იქნება, სანამ ვიქნები ცოცხალი. ეს უნდა იყოს ჩვენი ყველა მოქალაქის ვალდებულება, ეს უნდა იყოს ჩვენი ყველა მოქალაქის სურვილი. უნდა ვიფიქროთ ქვეყანაზე, უნდა ვიფიქროთ საქართველოზე. ამიტომ დამშვიდდით, მე ვარ სამართლიანობის მხარეს, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, ტერიტორიულ მთლიანობას და, ბუნებრივია, ჩვენი სურვილია, რომ ეს ომი დასრულდეს რაც შეიძლება მალე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.