1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “მცირე ნაწილია, რომელსაც „ეგოიმება“ პატრიოტიზმი, დროშა, ჰიმნი”- გიული ალასანია
“მცირე ნაწილია, რომელსაც „ეგოიმება“ პატრიოტიზმი, დროშა, ჰიმნი”- გიული ალასანია

“მცირე ნაწილია, რომელსაც „ეგოიმება“ პატრიოტიზმი, დროშა, ჰიმნი”- გიული ალასანია

233
0

40 ქალაქში ჩემი შვილის გადასარჩენად გამოვიდნენ, ის კმაყოფილია და მადლობელი – მცირე ნაწილია, რომელსაც „ეგოიმება“ პატრიოტიზმი, დროშა, ჰიმნი. იმედი მაქვს, რომ ჩვენი საზოგადოების ძირითადი ნაწილი საღი და საბრძოლო განწყობით არის, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

 

„მნიშვნელოვანი იყო, რაც გუშინ მოხდა, ეს გამოსვლები. კერძოდ, 40 ქალაქში ჩემი შვილის გადასარჩენად გამოვიდნენ. ძალიან დიდი მადლობა მათ. მიხეილ სააკაშვილი, კმაყოფილია და მადლობელია.

სპირიდონ კედიას ქალიშვილი მირეკავდა და მეუბნებოდა, ხან ვფიქრობ, რომ იქნებ, ჩვენი ხალხი, არც იმსახურებდა დამოუკიდებლობასო. ასეთი ადამიანების მცირე ნაწილია, რომელმაც ასეთი აზრი გაუჩინა. ავსტრიაში ვნახეთ, დროშა, რომელიც მოუვლელი იყო, გაუბედურებული, გაურეცხავი. ეს ძალიან სამწუხაროა. რა თქმა უნდა, მცირე ნაწილია, რომელსაც „ეგოიმება“ პატრიოტიზმი, დროშა, ჰიმნი. იმედი მაქვს, რომ ჩვენი საზოგადოების ძირითადი ნაწილი საღი და საბრძოლო განწყობით არის“, – განაცხადა გიული ალასანიამ.