
მასკი ზელენსკის ამერიკელი ჟურნალისტის გონსალო ლირას მკვლელობაში ადანაშაულებს
1.50K
0
კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელი ჟურნალისტი გონსალო პირა მოკლა.
„ზელენსკიმ ამერიკელი ჟურნალისტი მოკლა!“, – დაწერა მასკმა.
გონსალო ლირა, რომელიც ზელენსკისა და ბაიდენის კრიტიკით გამოირჩეოდა, 2023 წელს ხარკოვში დააკავეს. მას რუსეთის მხარდაჭერაში დასდეს ბრალი. 2024 წლის 12 იანვარს გონსალო ლირას მამამ თქვა, რომ მისი შვილი უკრაინის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა.