1. Home
  2. TOP სიახლე
  3. მარიუპოლში კიდევ ერთი მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს
მარიუპოლში კიდევ ერთი მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს

მარიუპოლში კიდევ ერთი მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს

297
0

მარიუპოლში კიდევ ერთი მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს.

 

ინფორმაციას ტელეგრამ-არხში მარიუპოლის მერის მრჩეველი პიოტრ ანდრიუშენკო ავრცელებს.

 

ანდრიუშენკოს ცნობით, სამარხში 100-ზე მეტი ცხედარია ნაპოვნი.

 

„ახალი ძმათა სასაფლაო ლევობერეჟიეს ნანგრევების ქვეშ. კიევის ქუჩა 53. კვლავ 100-ზე მეტი ცხედარი თებერვლის ბოლოდან“, – აღნიშნავს ანდრიუშენკო.

 

მერის მრჩეველი ამბობს, რომ მარიუპოლში ექსჰუმაცია ფაქტობრივად შეჩერებულია.

 

„საოკუპაციო ხელისუფლება იმდენად არის გატაცებული აღდგენის სურათის შექმნით, რომ დაკრძალვისთვის არ სცალიათ. ქუჩაში მოწყობილი დროებითი საფლავები თანდათან მუდმივად იქცევა“, – ამბობს ანდრიუშენკო.

 

უკრაინის ხელისუფლების მონაცემებით, რუსეთის საომარი მოქმედებების შედეგად მარიუპოლში 22 ათასზე მეტი ადამიანია დაღუპული.