1. Home
  2. TOP სიახლე
  3. მაქვს მოლოდინი, რომ „ლელო“ დადებს ისეთ გეგმას, რომლის მიხედვითაც ავტოტრანსპორტით ლა-მანშის სრუტის გადალახვა იქნება შესაძლებელი, ეს პარტია პოლიტიკური კურიოზია- რატი იონათამიშვილი
მაქვს მოლოდინი, რომ „ლელო“ დადებს ისეთ გეგმას, რომლის მიხედვითაც ავტოტრანსპორტით ლა-მანშის სრუტის გადალახვა იქნება შესაძლებელი, ეს პარტია პოლიტიკური კურიოზია- რატი იონათამიშვილი

მაქვს მოლოდინი, რომ „ლელო“ დადებს ისეთ გეგმას, რომლის მიხედვითაც ავტოტრანსპორტით ლა-მანშის სრუტის გადალახვა იქნება შესაძლებელი, ეს პარტია პოლიტიკური კურიოზია- რატი იონათამიშვილი

221
0

ევროკავშირის 9 ნაბიჯთან დაკავშირებით ვფიქრობ, რომ პირველი შეხვედრა იყო საკმაოდ საქმიანი და ნაყოფიერი. არ ვიცი ეს იმის ბრალია, რომ კამერები არ იყო შეხვედრაზე და ამიტომ იქცეოდა კონსტრუქციულად ოპოზიცია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„მე მაქვს მოლოდინი, რომ „ლელო“ დადებს ისეთ გეგმას, რომლის მიხედვითაც ავტოტრანსპორტით ლა-მანშის სრუტის გადალახვა იქნება შესაძლებელი. სხვა მოლოდინი ამ პარტიისგან არ გვაქვს. ეს პარტია არის ფაქტობრივად პოლიტიკური კურიოზი და პოლიტიკურ კურიოზთან ერთად ეს პარტია არის მაგალითი და ნიმუში იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკური პარტია. კარგია, ასე გააგრძელოს. ის რადიკალური ოპოზიციის სახეა დღეს „ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

საქართველოს პარლამენტი ევროპული რეკომენდაციების შესრულების პროცესს განაგრძობს. მმართველმა გუნდმა,ევროკომისიის 9 პუნქტთან დაკავშირებით, ოპოზიციასთან და მესამე სექტორთან შეხვედრა საკანონმდებლო ორგანოში გამართა. პროცესს ბოიკოტს უცხადებს „ლელო“ და ალტერნატიული გეგმის წარდგენას დღეს აპირებს.