
მამაჩემის დაჭერის, შემდეგ ციხეში მასზე ფიზიკური ზეწოლის დავალება მოდიოდა გია უდესიანისგან, მისი დავალებით მოქმედებდა გლდანის ციხის დირექტორიც, მეტსახელად „ქილერა“ -ბესარიონ ხარძიანი
საქართველოს პარლამენტში „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიის“ სხდომა მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანისთვის ქონების წართმევის საქმეს. სხდომას ესწრება ხარძიანის შვილი ბესარიონ ხარძიანი.
ბიზნესმენის შვილმა ისაუბრა 2011 წელს მამამისის დაპატიმრების და გლდანის ციხეში მისი წამების, არაადამიანური მოპყრობის, ასევე კუს ტბის წილების დათმობის ფაქტებზე.
„ყველა სასამართლო და ინსტანცია მოგებული გვაქვს და დიდი ხნის დამტკიცებული გვაქვს ჩვენი სიმართლე. უნდა ითქვას, რომ დავალება მოდიოდა გიორგი უდესიანისგან. ეს დაჭერა და შემდეგ უკვე ციხეში მასზე ფიზიკური ზეწოლა. გიორგი უდესიანის ახლო მეგობარი იყო იმდროინდელი გლდანის ციხის დირექტორი, ალექსანდრე მუხაძე. ზედმეტსახელად „ქილერა“. არ ვიცი, ეს სახელი როგორ შეარქვეს, მაგრამ უკვე ნათელია, ეს ზედმეტსახელი რომ გქვია, რისი გამკეთებელი ხარ. ის იყო ადამიანი, რომელიც ტყვიების გარეშე კლავდა ადამიანებს ციხეში, აწამებდა და ამის ბევრი ფაქტი გვაქვს. მათ შორის ჩვენს საქმეშიც დევს.
გიორგი უდესიანის დავალებით ალექსანდრე მუხაძე მოქმედებდა, დაავალა ვიქტორ ყაჭეიშვილს, რომ ორი სხვადასხვა კამერიდან გამოეყვანა თითო პატიმარი. ეს პატიმრები არ იყვნენ რა თქმა უნდა, შემთხვევით არჩეული. ციხეზე მუშაობდნენ ეს პატიმრები. დაავალეს ამ პატიმრებს ბესო ხარძიანის წვალება, წამება, არაადამიანური მოპყრობა, მენტალურად, ფსიქოლოგიურად გატეხვა და ეს დავალება მათ უნდა შეესრულებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ადამიანებს ემუქრებოდნენ გაუპატიურებით. პირადად ალექსანდრე მუხაძე, თუ ბესო ხარძიანის წამებით არ დაკავდებოდნენ ეს პატიმრები. გიორგი უდესიანის მიზანი იყო, რომ დაახლოებით 15 აპრილამდე რაღაცები მოეგვარებინა. კუს ტბის წილები იძულების წესით მიეღო და ციხის მანქანა ჩართო. ის ადამიანები საკმაოდ კარგად ასრულებდნენ ამ ყველაფერს. წავიდა უკვე ზეწოლა ბესო ხარძიანზე, საკანში შესვლა, თავში ჩარტყმები, როცა ეძინა, თუ ეღვიძა, ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვითომ საქმის გარჩევები. ასეთი ფაქტები იყო. შემდეგ უკვე კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაედგათ ამ ადამიანებს, რომ მიეღოთ კუს ტბაში შემავალი კომპანიის წილები.
კარანტინის ნაწილში ორი კვირის განმავლობაში აწამებდნენ. ჯერ მარტო კარანტინში რომ ორი კვირა ხარ, უკვე წამებაა, თან იმდროიუნდელ გლდანის ციხეში, შემდეგ რომ გიმატებენ წიხლებს. გაგრძელდა სადღაც ივნისამდე. ეს წილები აპრილში გადაფორმდა. 16 თებერვალს მოხდა დაკავება. 15 აპრილამდე უნდა მომხდარიყო გადაფორმება, რაღაც დაგეგმილი ჰქონდათ ალბათ. მოკლედ ბესო ხარძიანზე მიდიოდა ზეწოლა“, – განაცხადა ბესარიონ ხარძიანმა.
2015 წლის 28 მარტს ბესიკ ხარძიანს საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ჩაუსაფრდნენ და სადარბაზოში მაყუჩიანი იარაღიდან გასროლით ზურგში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს. ნიღბიანმა მკვლელმა ტერიტორია მოპედით დატოვა და მიიმალა. ბესიკ ხარძიანი კლინიკაში მიყვანიდან რამდენიმე წუთში დაიღუპა. გურბანოვი ინტერპოლის საერთაშორისო არხებით 2015 წლის 28 აპრილიდან იძებნებოდა. რამდენიმეწლიანი ძებნის შემდეგ ის საქართველოს გენერალური პროკურატურის მოთხოვნით, თურქმა სამართალდამცველებმა სტამბოლში აიყვანეს, სექტემბერში კი მოხდა მისი ექსტრადიცია საქართველოში.