1. Home
  2. TOP სიახლე
  3. მაკრონი თავისუფალია ვისაც უნდა იმას შეხვდეს, ვფიქრობ, ეს კოლეგიური ჟესტია მისი მხრიდან და არა მტრული ნაბიჯი საქართველოს წინააღმდეგ -თეა წულუკიანი
მაკრონი თავისუფალია ვისაც უნდა იმას შეხვდეს, ვფიქრობ, ეს კოლეგიური ჟესტია მისი მხრიდან და არა მტრული ნაბიჯი საქართველოს წინააღმდეგ -თეა წულუკიანი

მაკრონი თავისუფალია ვისაც უნდა იმას შეხვდეს, ვფიქრობ, ეს კოლეგიური ჟესტია მისი მხრიდან და არა მტრული ნაბიჯი საქართველოს წინააღმდეგ -თეა წულუკიანი

1.12K
0

მაკრონი თავისუფალია ვისაც უნდა იმას შეხვდეს, ვფიქრობ, ეს კოლეგიური ჟესტია მისი მხრიდან და არა მტრული ნაბიჯი საქართველოს წინააღმდეგ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის სამშობლო საფრანგეთია და არა საქართველო.

„სალომე ზურაბიშვილს მას შემდეგ, რაც მოუწია პრეზიდენტის რეზიდენციისა და ფუნქციების დატოვება, როგორც ამას კონსტიტუცია ითვალისწინებს, ის მაინც არ ეპუება იმ ბედს, რომელიც ნებისმიერი პოლიტიკოსის ბედია მანდატის დასრულების შემდეგ. ამიტომ, ზურაბიშვილი აგრძელებს ვიზიტებს, რა თქმა უნდა, სად თუ არა საფრანგეთში, რომელიც როგორც ყველამ იცით, მისი ქვეყანაა. როგორც ჩანს, საფრანგეთია სწორედ მისი სამშობლო და ეს არ უნდა გვეწყინოს. ჩვენ გვწყინს ის, რომ საქართველო ვერაფრით გახდა მისი სამშობლო და მან არცერთი ნაბიჯი არ გადადგა პრეზიდენტობისას, რათა ამ საქართველოსთვის ეღვაწა და მისი მომავლის განვითარებაზე ეზრუნა. თუნდაც სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, სადაც ოპოზიციამ წერილი გაგზავნა, ისინი ითხოვენ, რომ სალომე ზურაბიშვილი აღიარებულ იქნას და დარჩეს საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად. ოღონდ არ არის მითითებული რამდენ ხანს უნდა დარჩეს ქალბატონი სალომე პრეზიდენტად და რომელ საკანონმდებლო ნორმაზე დაყრდნობით ითხოვენ ისინი ამას“, – აღნიშნა წულუკიანმა.

წულუკიანის თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა უფრო კოლეგიალური ჟესტია, ვიდრე საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი.

„რა თქმა უნდა, ბატონი მაკრონი თავისუფალია ვისაც უნდა იმას შეხვდეს. ის წარმოადგენს ფრანგ ხალხსა და ფრანგულ სახელმწიფოს. როგორც ჩანს, ის თვლის, რომ საჭიროა საქართველოდან გადარჩეული საფრანგეთის შვილი მიიღოს, გაესაუბროს მას, როგორც ყოფილ კოლეგას. მე არ მგონია, ბატონ მაკრონს იგივე სტრატეგია ჰქონდეს, რაც ჩვენს ექსტრემისტ ოპოზიციას, რომ მაინცდამაინც გადარჩეული და უფლებამოსილება ამოწურული პრეზიდენტი აგრძელებდეს თვითმარქვიობას და პრეზიდენტობას. ვფიქრობ, ეს არის კოლეგიური ჟესტი მისი მხრიდან და არა მტრული ნაბიჯი გადადგმული საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ“, – განაცხადა წულუკიანმა.

ცნობისთვის, ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 24 იანვარს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ხვდება.