1. Home
  2. TOP სიახლე
  3. მაია სანდუმ, როდესაც ამომრჩეველს მიმართავდა, საქართველოს რუსეთის კოლონია უწოდა
მაია სანდუმ, როდესაც ამომრჩეველს მიმართავდა, საქართველოს რუსეთის კოლონია უწოდა

მაია სანდუმ, როდესაც ამომრჩეველს მიმართავდა, საქართველოს რუსეთის კოლონია უწოდა

441
0

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ, ქვეყანაში საარჩევნო პროცესის დაწყებისას, საკუთარი მოქალაქეებისადმი მიმართვის დროს, საქართველო რუსეთის კოლონიად მოიხსენია.

“ძვირფასო თანამოქალაქენო, დღეს მოლდოვისთვის მნიშვნელოვანი დღეა. მე კიდევ ერთხელ მსურს მოგმართოთ და შეგახსენოთ: ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი საფრთხის ქვეშ არის. მოგიწოდებთ ხმა მისცეთ საკუთარი თავისთვის და მოლდოვისთვის, რათა დავიცვათ ჩვენი ევროპული კურსი, განვითარების კურსი.

სამწუხაროდ, ისტორია გვიჩვენებს, რომ ევროპული კურსისთვის ნამდვილად ბრძოლაა საჭირო. ჩვენ ვხედავთ, ჩვენს თვალწინ საქართველო როგორ იქცა ისევ რუსეთის კოლონიად ევროპული ღირებულებების გათელვით. საქართველოს ხელისუფლებამ ხალხს წაართვა შანსი ევროკავშირში განვითარებული მომავლის. 

მოლდოვა ამ შეცდომებს არ გაიმეორებს, ჩვენს ქვეყანაში კრემლის პაიკები ხელისუფლებაში არ მოვლენ. მე მოგიწოდებთ, დღეს გააკეთოთ თქვენი პასუხისმგებლობით სავსე არჩევანი. არ მივცეთ საშუალება კურსიდან გადაგვახვევინონ, დავიცვათ ჩვენი ქვეყნის თავისუფალი მომავალი”, – განაცხადა სანდუმ.