1. Home
  2. TOP სიახლე
  3. მაღალტექნოლოგიური სააფთიაქო ქსელი -“ავერსი” XXIII  ბიზნეს რეიტინგის გამარჯვებული კომპანიაა
მაღალტექნოლოგიური სააფთიაქო ქსელი -“ავერსი” XXIII  ბიზნეს რეიტინგის გამარჯვებული კომპანიაა

მაღალტექნოლოგიური სააფთიაქო ქსელი -“ავერსი” XXIII  ბიზნეს რეიტინგის გამარჯვებული კომპანიაა

87
0

“ჯორჯიან თაიმსის” XIII  ბიზნეს რეიტინგის დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება, 9 ივლისს, ფუნიკულიორის წვეულებათა დარბაზში გაიმართა.
ღონისძიებაზე, ტრადიციულად, მედიისა და საზოგადოების თანდასწრებით, ექსპერტების მიერ შერჩეული 2022-2023 წლის საუკეთესო კომპანიები და ბიზნესმენები დაასახელეს.

ბიზნეს რეიტინგის დაჯილდოებაზე, ექსპერტების რჩეული კომპანია ნომინაციაში – სამედიცინო სფეროში შეტანილი წვლილისთვის, ინოვაციური პროექტები და მაღალტექნოლოგიური სააფთიაქო ქსელი გუნდის პროფესიონალიზმი – “ავერსი” და პაატა კურტანიძე დაჯილდოვდა.

“ავერსის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ლალი ბრეგვაძის განცხადებით, ყოველ წელს კომპანია განსაკუთრებულ სიახლეებს ელოდება ბიზნეს დაჯილდოებისგან. “წლიდან წლამდე, ყოველთვის დიდი ინტერესი აქვს ბიზნეს დაჯილდოებას. სხვათა შორის “ჯორჯიან თაიმსი” ყოველთვის გვანებივრებს, სულ რაღაც სიახლეებს ველოდებით. წლევანდელი ჯილდო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კომპანია “ავერსისთვის” წელს გავხდით, როგორც მაღალი ტექნოლოგიური სააფთიაქო ქსელი. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, “ავერსი” 30 წლის კომპანიაა და ყოველთვის ზრუნავს იყოს ინოვაციური. მაღალტექნოლოგიური კლინიკების ქსელს, ეს ტიტული დიდი ხანია აქვს და სააფთიაქო ქსელმაც, რომ მიიღო ეს ჯილდო ჩემთვის, როგორც “ავერსის” წარმომადგენლისათვის, ძალიან მნიშვნელოვანი და საამაყოა. მადლობა “ჯორჯიან თაიმსს” ამ დაფასებისთვის, ჩვენ კიდევ ბევრს ვიშრომებთ იმისთვის, რომ კომპანია “ავერსი”, ძალიან ბევრ ნომინაციებში იყოს გამარჯვებული,”-განაცხადა”ავერსის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ლალი ბრეგვაძემ.

“ავერსი” როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ძლიერი კომპანია, ნაციონალური ბიზნესრეიტინგების მუდმივი მონაწილე და გამარჯვებულია. ავერსი ბიზნესრეიტინგის მთავარი პრიზი – ბიზნესის ეროვნული ჯილდოს მფლობელიცაა.

მედიაჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსის” ბიზნეს რეიტინგის XXIII დაჯილდოების ეროვნული ჯილდოს მფლობელი, კომპანია “ასკანელი ძმები” გახდა.

გამარჯვებულს ხელნაკეთი, ექსკლუზიური კომპოზიცია “ოქროს ბოლნური ჯვარი” გადაეცა.

ბიზნესის ეროვნული ჯილდოს, გრან-პრის მფლობელი კომპანია “ასკანელი ძმები” გახდა. გარდამავალი ინვესტორის ჯილდო -“ჯორჯიან პროდაქტსი” – დავით ბარდაველიძე-ს გადაეცა.

ბიზნეს რეიტინგის დაჯილდოების გენერალური სპონსორია – “სოკარი”

ოქროს სპონსორია – “ასკანელი ძმები”.

სპონსორები არიან:

1. “გაერთიანება ღვინო ბოლნისი”

2. “კავკასიის ავტოიმპორტი”

3. “პრემიუმ ღონისძიებები”

4. “თამმენეჯმენტი”

მედიამხარდამჭერები:

1. იმედი

2. რუსთავი 2

3. POSTV

4. BMG

5. რადიო ჰოლდინგი “ფორტუნა”

6. GT TV

7. რადიო “ჯორჯიან თაიმსი”

8. Award.com.ge

მხარდამჭერები:

1. ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო

2. ფინანსთა სამინისტრო

3. ყაზახეთის საელჩო

პროექტის მიზანია: ეროვნულ ბიზნესში ყველაზე წარმატებული დარგების განსაზღვრა, დიალოგის მხარდაჭერა ბიზნესს – ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის.

ბიზნეს რეიტინგის საზეიმო გალა ვახშამს, მონაწილე კომანიების წარმომადგენლებთან ერთად, საკანონმდებლო და აღმასრულებელი, ხელისუფლების წარმომადგენლები, ბიზნესმენები,საპატიო სტუმრები უცხოეთიდან, პოლიტოლოგები, ექსპერტები, ინტელიგენციის, დიპლომატიური კორპუსის, და მასმედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.