ლიბანში საჰაერო იერიშები განვახორციელეთ ფინანსურ ჯგუფზე, რომელიც ასობით მილიონ დოლარს ფლობს „ჰეზბოლას“ იარაღის შესაძენად – ისრაელის თავდაცვის ძალები
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღამით ლიბანის დედაქალაქ ლიბანსა და სამხრეთ ლიბანში ათობით ადგილს დაარტყეს, რომლებიც “ჰეზბოლას” დამფინანსებელ ორგანიზაციასთან არიან დაკავშირებული.
მათივე განმარტებით, საჰაერო იერიშების უმეტესობის სამიზნე არალიცენზირებული ნაცრისფერი ბაზრის ბანკის ფილიალები იყო, რომელიც დაჯგუფების ფულადი სახსრების ერთ-ერთ მთავარ წყაროდ ითვლება.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ „ჰეზბოლა“ ასოციაციის ფილიალებში ასობით მილიონ დოლარს ფლობს, მათ შორის თანხებს, რომლებიც პირდაპირ კავშირშია დაჯგუფების სამხედრო ძალების ტერორისტულ ქმედებებთან და რომ თანხები გამოიყენება იარაღის შესაძენად და “ჰეზბოლას” სამხედრო ფრთის წევრებისთვის ხელფასების გადახდისა და განაწილებისთვის.
ისრაელის არმიის მტკიცებით, მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის თავიდან ასაცილებლად ვრცელი ნაბიჯები გადადგეს, მათ შორის მოქალაქეებს ევაკუაციისკენ მოუწოდეს.