1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ლევან პირველი გარდაიცვალა
ლევან პირველი გარდაიცვალა

ლევან პირველი გარდაიცვალა

1.35K
0

ბიზნესმენი და პოლიტოლოგი ლევან პირველი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაცია   რუსმა პოლიტოლოგმა და  ტელეწამყვანმა მაქსიმ შევჩენკომ გაავრცელა.

როგორც პირდაპირ ეთერში, მაქსიმ შევჩენკომ განაცხადა, ლევან პირველი მძიმე და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ  გარდაიცვალა.

“რამდენიმე საათის წინ გაჩერდა ჩემი მეგობრის, ჩემი შვილის ნათლიის,ქართველი ხალხის დიდი შვილის, სამართლიანობის მხარდამჭერის, ლევან პირველის გული. ლევანი დაგვტოვა მძიმე ავადმყოფობის შემდეგ”, – განაცხადა მაქსიმ შევჩენკომ.

ლევან პირველი თურქეთის კლინიკაში გადიოდა მკურნალობას. მანამდე ლევან პირველის და, ლიკა პირველი დაიღუპა.
 
ლიკა პირველი ძმის, ლევანის დონორი იყო. ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაციის მსვლელობისას. ის 54 წლის იყო.
გარდაცვალების მიზეზად პირველი ოპერაციის შემდეგ, ტრომბი დასახელდა.
 
ლევან პირველი 1999-2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი.
პოლიტიკური დევნილის სტატუსის მინიჭების შემდეგ ის საქართველოში 2013 წელს დაბრუნდა