1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ლევან ბერძენიშვილს თურმე აქვს უფლება გალანძღოს ყველა და ყველაფერი, შეგვიგინოს მკვდარი და ცოცხალი”-ზვიად ავალიანი
“ლევან ბერძენიშვილს თურმე აქვს უფლება გალანძღოს ყველა და ყველაფერი, შეგვიგინოს მკვდარი და ცოცხალი”-ზვიად ავალიანი

“ლევან ბერძენიშვილს თურმე აქვს უფლება გალანძღოს ყველა და ყველაფერი, შეგვიგინოს მკვდარი და ცოცხალი”-ზვიად ავალიანი

1.17K
0

“ლევან ბერძენიშვილს თურმე აქვს უფლება გალანძღოს ყველა და ყველაფერი, შეგვიგინოს მკვდარი და ცოცხალი”- წერს  სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ზვიად ავალიანი.

 

“ლევან ბერძენიშვილს თურმე აქვს უფლება გალანძღოს ყველა და ყველაფერი, შეგვიგინოს მკვდარი და ცოცხალი, მოღალატეებად და აგენტებად გამოაცხადოს არა მხოლოდ ისტორიული ფიგურები, არამედ ამჟამად მცხოვრები ადამიანებიც (მაგალითად, კათალიკოს-პატრიარქი ილია) მაგრამ თავად ლევან ბერძენიშვილის გალანძღვა თურმე უკულტურობაა.

 

ჰოდა იცით რას გეტყვით ბატონებო? მიმიფურთხებია მე თქვენი ნეოლიბერალური კულტურისთვის. ბოლოს და ბოლოს, რა კერპები და ღმერთებიც გყავთ, ზუსტად იმ მასშტაბის კულტურა შექმენით ბოლო 30 წლის განმავლობაში.

 

ჰოდა კიდევ, ორჯერ მიმიფურთხებია მე თქვენი ორმაგი სტანდარტებისთვის, სადაც საქართველოს მოქალაქის პრეზერვატივზე გამოსახვა თურმე გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება, მაგრამ ლევან ბერძენიშვილს თურმე არავინ შეიძლება უთხრას ის, რასაც მასზე საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს.

 

წადით ახლა და მიჩივლეთ სტრასბურგში,”- წერს ზვიად ავალიანი.