1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ლაშა გაბიტაშვილი აბუ-დაბის პოლიციის განყოფილებიდან გამოუშვეს, ასევე უშვებენ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს – „რადიო თავისუფლება“ 
ლაშა გაბიტაშვილი აბუ-დაბის პოლიციის განყოფილებიდან გამოუშვეს, ასევე უშვებენ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს – „რადიო თავისუფლება“ 

ლაშა გაბიტაშვილი აბუ-დაბის პოლიციის განყოფილებიდან გამოუშვეს, ასევე უშვებენ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს – „რადიო თავისუფლება“ 

334
0

ლაშა გაბიტაშვილი, რომელსაც აბუ დაბიში „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და გელა სამხარაული ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, სავარაუდოდ, პოლიციის განყოფილებიდან გამოუშვეს.

ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცების ცნობითვე, პოლიციიდან ასევე უშვებენ „ქართული ოცნების“ წევრებსაც, მათ შორის ვიქტორ სანიკიძესა და ირაკლი ზარქუას.

„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, როგორც ლაშა გაბიტაშვილი, ისე „ქართული ოცნების“ დეპუტატები პოლიციაში 14 იანვრის შემდეგ, გამოკითხვაზე იმყოფებიან, სამართალდამცავი უწყებიდან კი ისინი სასამართლო სხდომამდე იქნებიან გამოშვებული, რომელიც, სავარაუდოდ, ერთ კვირაში გაიმართება. მედიის ცნობითვე, მანამდე მათ არაბთა გაერთიანებული საამიროების დატოვება ეკრძალებათ.

შეგახსენებთ, რომ 13 იანვარს, აბუ-დაბიში, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და გელა სამხარაული მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.

შემთხვევა სასტუმროს სასადილოში მოხდა. კადრებში ჩანს, რომ ლაშა გაბიტაშვილს, სადილობის დროს, ირაკლი ზარქუამ საჭმელი შეაყარა და ფიზიკურად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ჩხუბში ვიქტორ სანიკიძე ჩაერთო.

მოგვიანებით, ლაშა გაბიტაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა სადაც ამბობს, რომ შემთხვევა წინა დღეს მომხდარ ფაქტს უკავშირდება, რა დროსაც მან ირაკლი ზარქუასა და ვიქტორ სანიკიძეს „რუსი მონა“ უწოდა. ცნობისთვის, პირველად მომხდარი დაპირისპირების დროს, მხარეებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.