კვარაცხელიას „რეიმსთან“ მატჩამდე „პარკ დე პრენსზე“ წარადგენენ – ხვიჩა სადებიუტო შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაშია
350
0
ხვიჩა კვარაცხელია „რეიმსთან“ საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-19 ტურის შეხვედრაში „პარი სენ-ჟერმენის“ ძირითად შემადგენლობაშია, მატჩამდე კი „პარკ დე პრენსზე“ ქართველ ვარსკვლავს პარიზელ გულშემატკივრებს წარუდგენენ.
„პარი სენ-ჟერმენმა“ ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერი ოფიციალურად 18 იანვარს გამოაცხადა. 23 წლის ხვიჩა კვარაცხელია ფრანგულ გრანდში 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, ის პარიზული კლუბის ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელია.