1. Home
  2. TOP სიახლე
  3. კრასნოგორსკის საკონცერტო დარბაზში სროლას სულ მცირე 40 ადამიანი ემსხვერპლა
კრასნოგორსკის საკონცერტო დარბაზში სროლას სულ მცირე 40 ადამიანი ემსხვერპლა

კრასნოგორსკის საკონცერტო დარბაზში სროლას სულ მცირე 40 ადამიანი ემსხვერპლა

242
0

მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში „კროკუს სიტი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში, სადაც შეიარაღებულმა პირებმა ავტომატებიდან ცეცხლი გახსნეს, სულ მცირე 40 ადამიანია დაღუპული და 100-ზე მეტი დაჭრილი. ამის შესახებ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით რუსული ტელეგრამ-არხი 112 იტყობინება.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, მაშველებმა საკონცერტო დარბაზის სარდაფიდან 100 ადამიანი გამოიყვანეს. ასევე მიმდინარეობს შენობის სახურავიდან ადამიანების ევაკუაცია.

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში (ეფესბე) აცხადებენ, რომ ძალოვანი უწყებები ყველა საჭირო ღონისძიებას ატარებენ.

მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში „კროკუს სიტი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. თვითმხილველის განცხადებით, ინციდენტი ჯგუფ „პიკნიკის“ კონცერტის დაწყებამდე მოხდა – დარბაზის პარტერში სულ მცირე სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა და ავტომატებიდან ცეცხლი გახსნა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ასევე ააფეთქეს ხელყუმბარა, რის გამოც ხანძარი გაჩნდა.