კონგრესში MEGOBARI Act-ის მიმართ იმპულსი იზრდება – ჰელსინკის კომისია
167
0
აშშ ქართველ ხალხთან მეგობრობას სერიოზულად ეკიდება და კონგრესში MEGOBARI Act-ის მიმართ იმპულსი იზრდება, – ამის შესახებ ჰელსინკის კომისია სოციალურ ქსელ X-ში წერს.
„მივესალმებით [მეგობარი აქტის] ახალ მხარდამჭერებს: საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებს, ოსტინ სკოტსა და ჯერი კონოლის, ასევე, კონგრესმენებს, დონ ბეიკონს, ლოიდ დოჯეტსა და მაიკ ლოულერს“, – აღნიშნულია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.