კოალიცია „ცვლილებისთვის“ ოფისში უცნობი პირები შეიჭრნენ – ნაცემია ორი პირი, მათ შორის კობა ხაბაზი
1.24K
0
კოალიცია „ცვლილებისთვის“ ოფისში ხმაურია. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას.
როგორც პარტიაში აცხადებენ, ოფისში ე.წ. „ტიტუშკები“ შეიჭრნენ, რომლებიც ორ ადამიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ნაცემია „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი წევრი, კობა ხაბაზი.
მისივე თქმით, ოფისის ლიფტიდან გამოდიოდა, როდესაც 50-მდე ადამიანი თავს დაესხა.