1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ხვალიდან პროტესტი იქნება ყველგან, მათ შორის დედაქალაქში”-ლევან ხაბეიშვილი
“ხვალიდან პროტესტი იქნება ყველგან, მათ შორის დედაქალაქში”-ლევან ხაბეიშვილი

“ხვალიდან პროტესტი იქნება ყველგან, მათ შორის დედაქალაქში”-ლევან ხაბეიშვილი

149
0

პროტესტი იქნება ყველგან, სადაც ეს ადამიანები იქნებიან და მშვიდობიანად, ისე ლაღად, როგორც აქამდე აკეთებდნენ სხვადასხვა ადგილზე შეკრებას, სხვადასხვა ადგილზე ბრიფინგების გამართვას, ასე ვერ იქნება და ვერ გაგრძელდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

„ხვალიდან იქნება პროტესტი ყველგან, მათ შორის დედაქალაქში, სხვადასხვა ქალაქსა და რაიონში. ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ეს პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ ასეთ მდგომარეობაში ვართ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს და საგანგებო რეჟიმზე გადადის.

“დღეს, 21:00 საათზე, საგანგებო განცხადება გაკეთდება პარტიაში. საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას საქართველოს სხვადასხვა რაიონში, ქალაქში, კონკრეტულ ლოკაციებს, საათებსა და დღეებს – ხვალიდან პროტესტი იქნება ყველგან, მათ შორის, დედაქალაქში, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის სახლთან, მათ შორის, ღარიბაშვილთან, ბრეგაძესთან და სახელმწიფო დაწესებულებებსთან,”- აცხადებს ხაბეიშვილი.