1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ხარკოვში 19 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა
ხარკოვში 19 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა

ხარკოვში 19 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა

331
0

დღეს ქალაქ ხარკოვში რუსული ძალების თავდასხმის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ, – ამის შესახებ ხარკოვის მერი, იგორ ტერეხოვი „ტელეგრამში“ წერს.

 

“ძვირფასო ხარკოველებო! დღეს ხარკოვში გლოვის დღეა. 17 აგვისტოს საღამო და 18 აგვისტოს დილა ერთ-ერთი ურთულესი გახდა ხარკოვისთვის ომის დაწყებიდან. ხალხი დაიღუპა, ბევრი დაიჭრა, მათ შორის ბავშვები“, – წერს ხარკოვის მერი.

 

17 აგვისტოს, ხარკოვის სალტოვსკის რაიონში, რუსული ძალების მიერ სამსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 17 კი, მათ შორის, 11 წლის ბავშვი, დაშავდა. გარდა ამისა, 18 აგვისტოს, დილით რუსებმა ქალაქ ბელგოროდიდან ხარკოვის მიმართულებით 8 რაკეტა გაუშვეს. დაზიანდა შენობები, ინფრასტრუქტურული ობიექტები, გაჩნდა ხანძარი. სლობოდსკოის რაიონში ერთ-ერთი რაკეტა 4-სართულიან საერთო საცხოვრებელს მოხვდა. შენობა ნაწილობრივ დანგრეულია. თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა 18 კი – დაშავდა.