1. Home
  2. TOP სიახლე
  3. კეზერაშვილი რომ რომელიმე ანგარიშში პოზიტიურად იქნება წარმოჩენილი, ანგარიშის პრობლემაა -შალვა პაპუაშვილი
კეზერაშვილი რომ რომელიმე ანგარიშში პოზიტიურად იქნება წარმოჩენილი, ანგარიშის პრობლემაა -შალვა პაპუაშვილი

კეზერაშვილი რომ რომელიმე ანგარიშში პოზიტიურად იქნება წარმოჩენილი, ანგარიშის პრობლემაა -შალვა პაპუაშვილი

138
0

ზოგადად, ანგარიში არ მინახავს, ამონარიდები ვნახე მედიაში სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით. მათ შორის, კეზერაშვილთან დაკავშირებით აღმოვაჩინე ჩანაწერი. აქ უკვე კომენტარის გაკეთებაც რთულია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის კომენტირებისას განაცხადა.

„ვსაუბრობთ კრიმინალზე, რომელიც, სამწუხაროდ, თავისუფლად გადაადგილდება ევროპაში. ვხედავთ, რომ ის ევროპელ პენსიონერებს ძარცვავს, საქართველოს ჯარს ფული მოპარა. როდესაც ასეთი სახელი და გვარი ჯერ იყო და ევროპარლამენტის რეზოლუციაში აღმოჩნდა და ახლა უკვე სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში რაღაც მინიშნებად ჩანს, ეს უბრალოდ, თვითონ ანგარიშს აყენებს ჩრდილს და აჩვენებს, რომ ის არ არის დაფუძნებული რეალურ ფაქტებს. რა თქმა უნდა, კრიმინალის ნებისმიერ პოზიტიურ ჭრილში წარმოჩენა, ნებისმიერ დოკუმენტში, თავად ამ დოკუმენტს ვნებს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.