1. Home
  2. TOP სიახლე
  3. კასეტური ბომბების გამოყენებაზე განცხადებები არის მტრული, აგრესიის მსხვერპლი ვართ, ვინც ეცდება, წინააღმდეგობა სხვანაირად დაამტკიცოს, ქართული სახელმწიფოს მტერია -მამუკა ყურაშვილი
კასეტური ბომბების გამოყენებაზე განცხადებები არის მტრული, აგრესიის მსხვერპლი ვართ, ვინც ეცდება, წინააღმდეგობა სხვანაირად დაამტკიცოს, ქართული სახელმწიფოს მტერია -მამუკა ყურაშვილი

კასეტური ბომბების გამოყენებაზე განცხადებები არის მტრული, აგრესიის მსხვერპლი ვართ, ვინც ეცდება, წინააღმდეგობა სხვანაირად დაამტკიცოს, ქართული სახელმწიფოს მტერია -მამუკა ყურაშვილი

1.24K
0

ჩვენ ვართ აგრესიის მსხვეპრლი და ყველა ადამიანი, ვინც ეცდება საქართველოს წინააღმდეგობა სხვანაირად დაამტკიცოს, ქართული სახელმწიფოს მტერია, – ამის შესახებ 2008 წელს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბში შემავალი სამშვიდობო ოპერაციების შტაბის უფროსმა, მამუკა ყურაშვილმა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.

მამუკა ყურაშვილს კომისიის წევრმა, სოზარ სუბარმა დაუსვა კითხვა: „თქვენ თქვით, რომ არ გამოგვიყენებია კასეტური ბომბები და გეთანხმებით ასი პროცენტით, მეც ეს ინფორმაცია მაქვს. ისიც ვიცით, რომ გამოიყენა რუსეთმა. თუმცა ჩვენ გვყავს მაშინდელი მაღალი თანამდებობის პირები, მინიმუმ ორი, ბათუ ქუთელია, რომელიც მოგიანებით იყო უშიშროების მდივნის, გიგა ბოკერიას მოადგილე, არ მახსოვს ომის პერიოდში სად მუშაობდა, და მეორეა სერგი კაპანაძე, რომელიც, თუ არ ვცდები, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო, ისინი ადასტურებენ ან აბრალებენ საქართველოს, რომ ჩვენ გამოვიყენეთ კასეტური ბომბები. 2021 წელს სერგი კაპანაძე კიდევ ადასტურებს, ოღონდ პატარა კორექტირებას უკეთებს, რადგან თავისი ადრინდელი ნათქვამი ბოლომდე ვერ გადააკეთა: „საქართველომ ცხინვალი დაბომბა, ოღონდ მშვიდობიანი მოსახლეობა არა, კასეტური ბომბები სამხედრო ობიექტების წინააღმდგ იქნა გამოყენებული“. ამას საქართველოს მოქმედი ხელისუფლება პასუხობს. ბექა ძამაშვილი ამბობს: „მტკიცება, რომ საქართველომ ცხინვალში კასეტური ბომბები გამოიყენა, ამას საერთაშორისო სასამართლოებში მხოლოდ რუსეთი ცდილობდა“. ვინ ვის ინტერესს ემსახურება, ამას ჩვენი მოსახლეობა კარგად შეაფასებს“.

პასუხად მამუკა ყურაშვილმა თქვა: „ვეთანხმები ბექა ძამაშვილს. ეს არის მტრული განცხადება, ჩვენ ვართ აგრესიის მსხვერპლი და ყველა ადამიანი, ვინც ეცდება წინააღმდეგობა სხვანაირად დაამტკიცოს, ქართული სახელმწიფოს მტერია“.