კარგად მომისმინოს ივანიშვილმა – ჩვენ, არცერთ სხვა შედეგს არ მივიღებთ გარდა ქართველი ხალხის სრული გამარჯვებისა!-სააკაშვილი
თავის დროზე სათანადოდ ვერ შევაფასე ივანიშვილისგან მომდინარე საფრთხე. და ეს მართლაც ასეა. და იცით რატომ ვერ შევაფასე?! იმიტომ რომ ვერც კი წარმომედგინა რომ ქართველ კაცს შეიძლება ასე ეზიზღებოდეს საკუთარი ქვეყანა და ასე არაფრად აგდებდეს საკუთარ ხალხს. – ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
“და თუ ეს ასე არ აროს და სასტიკი და დაუნდობელი არ არის მისი ხალხის წინაშე, მაშინ მოემზადოს ხელისუფლების გადაბარებისთვის. როგორც მე, თავს დროზე მოვახდინე ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება. მაგრამ, აქვე მინდა ვუთხრა და კარგად მომისმინოს ივანიშვილმა და მისმა მცველებმა. ჩვენ, არცერთ სხვა შედეგს არ მივიღებთ და არ დავთანხმდებით გარდა ქართველი ხალხის სრული გამარჯვებისა! ყველა სხვა არჩევანი არის გამორიცხული!
ქართველი ხალხის იმარჯვებს, დღესავით ნათელია ყველანაირი გამოკითხვით. გამოკითხვაც არ სჭირდება, დღესავით ნათელია” – ასე მიმართა მიხეილ სააკაშვილმა პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს.