1. Home
  2. TOP სიახლე
  3. კანადამ 29 რუსულ იურიდიულ და ოთხ ფიზიკურ პირს სანქციები დაუწესა
კანადამ 29 რუსულ იურიდიულ და ოთხ ფიზიკურ პირს სანქციები დაუწესა

კანადამ 29 რუსულ იურიდიულ და ოთხ ფიზიკურ პირს სანქციები დაუწესა

330
0

კანადის საგარეო საქმეთა დეპარტამენტმა გამოაქვეყნა 29 რუსული იურიდიული და ოთხი ფიზიკური პირისგან შემდგარი სია, რომელთაც სანქციები დაუწესდათ. სანქცირებულთა სიაში მოხვდა სერგეი მუჩკაევი, რუსეთის შეიარაღებული ძალების 53-ე საზენიტო-სარაკეტო ბრიგადის მეთაური.

კანადამ ასევე დააწესა სანქციები ოთხ რუსულ ბანკზე, ესენია: Uralsib-ი, Zenit-ი, Rosbank-ი და რუსეთის რეგიონული განვითარების ბანკი. სიაში მოხვდა სხვადასხვა რუსული მსხვილი ორგანიზაციაც.

მანამდე, კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ ყირიმის პლატფორმის მესამე სამიტზე მონაწილეების წინაშე გამოსვლისას რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღების შესახებ განაცხადა.